
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა, რომლის დროსაც ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ვალდებულებას მხარი დაუჭირონ უკრაინას, რომელიც თითქმის ერთი წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას.
ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უმცროსი პოლონეთს 20-22 თებერვალს ეწვევა. ის შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, რათა განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და ნატოში შეკავების გაძლიერების მიზნით“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დრომდე არ იყო გადაწყვეტილი ბაიდენის ევროპაში ვიზიტის ზუსტი თარიღი.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026