07/10/2022
10:54
მსოფლიო
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მარიხუანის შენახვისთვის ნასამართლევ ყველა პირს შეიწყალებს.
„ჩემი გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების (როგორც ფედერალურ, ისე შტატის) ციხეში არ დარჩება აშშ-ის არცერთი ამჟამინდელი მოქალაქე და კანონიერი მუდმივი რეზიდენტი, რომლებიც წარსულში მსჯავრდებულნი არიან მხოლოდ მარიხუანის შენახვისთვის. შედეგად, მათი ნასამართლეობის შედეგები შერბილდება, რაც მათ შემდგომ დასაქმებასა და განათლებაზე აისახება,“- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეწყალების კანონი არ იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებიც არ იყვნენ ამერიკის მოქალაქეები და დანაშაულის ჩადენის დროს არალეგალურად იმყოფებოდნენ შეერთებულ შტატებში.
ჯო ბაიდენმა ასევე გუბერნატორებს, ჯანდაცვის მდივანს და გენერალურ პროკურორს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
0
0