
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას აპირებს.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ღაზაში შესვლის შესაძლებლობის საკითხი განიხილა. პრეზიდენტი ბაიდენი ნეთანიაჰუს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას არ ეწინააღმდეგება ,“ - განუცხადა CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ოფიციალური პირების თქმით, ბოლო 72 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიხედვით, თეთრის სახლის ადმინისტრაციას ამგვარი სცენარის დაშვება სუსტ პოზიციაში აყენებს: ზოგადად, ისტორიული თვალსაზრისით, აშშ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტები დაიწყო. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ღაზას სექტორში ამერიკელი მძევლების დაკავების ალბათობაც.
„ისრაელში ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აცნობიერებენ ღაზაში სახმელეთო შეჭრასთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს გეგმის განხორციელების მზარდ ალბათობას,“ - განაცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025