
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი ქალაქ ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის ღონისძიებას ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებას მათთან ერთად ასევე აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, ამერიკელი ბიზნესმენი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი და ტრამპის მოკავშირე და ასევე ნიუ-იორკის ყოფილი მერი, რუდი ჯულიანი დაესწრნენ.
ხსოვნის ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის 2024 წლის არჩევნებისთვის პირველი საპრეზიდენტო დებატი გაიმართა, სადაც რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მწვავედ იკამათეს.
ღონისძიების დაწყებამდე ტრამპმა და ჰარისმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მანამდე, გადაცემა Fox & Friends-ზე საუბრისას დონალდ ტრამპს ჰკითხეს, დაელაპარაკებოდა თუ არა იგი ჰარისს მემორიალთან, რომელზეც ტრაპმა უპასუხა: "არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ".
ღონისძიებაზე 1993 და 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმების შედეგად, ასევე პენტაგონსა და რეისი 93-ის თვითმფრინავში დაღუპული პირების სახელებს მათი ოჯახის წევრები ხმამაღლა კითხულობენ.
0
0