
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს საღამოს Truth Social-ზე გააზიარა ტექსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი “ჯო ბაიდენი 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს და კლონებით ან რობოტებით ჩაანაცვლეს“.
ტრამპმა პოსტის ბმული თავის თითქმის 10 მილიონ გამომწერს გაუზიარა ყოველგვარი კონტექსტის ან ახსნა-განმარტების გარეშე. ხოლო, ორიგინალი პოსტის ავტორს 5000-ზე ოდნავ მეტი გამომწერი ჰყავს.
ტრამპის მიერ გამოქვეყნებული შეთქმულების თეორიის მსგავსი ტექსტის შესახებ, მსოფლიო მედიაც წერს. Nbcnews-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა მათ მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინათ, არ უპასუხა.
"ბაიდენი არ არსებობს - ის 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს. რასაც ხედავთ, ეს არის ბაიდენის კლონები, ორეულები და რობოტი. უსულო, უგონო არსებებია. დემოკრატები განსხვავებას ვერ ხედავენ“, - წერია უცნობი პირის მიერ დაწერილ ორიგინალ ტექსტში, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის პირველმა პირმა გააზიარა თავის კედელზე.
გასულ თვეში ჯო ბაიდენმა გაამხილა, რომ მას მეტასტაზური, აგრესიული პროსტატის კიბო დაუდგინეს.
0
0