ბაჰამის კუნძულებზე ამერიკელი ქალი ქორწილის მეორე დღეს ზვიგენმა მოკლა
07/12/2023
08:49
მსოფლიო
A-
+A
44 წლის ლოურენს ერიკსონ ვან ვარტი ბაჰამის კუნძულებზე საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა, როდესაც ის ქორწილის მეორე დღეს ზვიგენმა მოკლა. ქალი მასაჩუსეტსის შტატიდან იყო, სადაც სკოლის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლიდა.
ლოურენსი და მისი ქმარი კარიბის ზღვაში სერფინგის დაფით ცურავდნენ, როდესაც მათ 4-მეტრიანი ზვიგენი თავს დაესხა, ქალი წყალში ჩაითრია და სხეულის მარჯვენა მხარეს რამდენჯერმე უკბინა. როდესაც ქალი მაშველებმა სანაპიროზე გამოიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ზვიგენის თავდასხმის შედეგად მისი ქმარი არ დაშავებულა.
სკოლამ, სადაც ლოურენს ერიკსონ ვან ვარტი მუშაობდა, წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ ისინი შეძრულები არიან მომხდარი ტრაგედიით და პატივს მიაგებენ მათი კოლეგის ხსოვნას.
0
0
261
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%