04/07/2024
10:52
მსოფლიო
სამხრეთ უელსში, ქალაქ აბერგავენის ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან 2 წლის ბავშვმა გაპარვა მოახერხა და ის, შემთხვევით გამვლელმა მძღოლმა გზაზე იპოვა. მძღოლმა ბავშვის ბაგა-ბაღში მიიყვანა.
სამხრეთ უელსის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„მონმუთშირის საგრაფოს საბჭო ადასტურებს, რომ მივიღეთ ინფორმაცია ბაგა-ბაღიდან ბავშვის გაპარვის ინციდენტთან დაკავშირებით. ამჟამად, საბჭოს თანამშრომლები მსჯელობენ ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობასთან და გეგმავენ შემდგომ მოლაპარაკებებს იმ ღონისძიებების განსახილველად, რომლებიც მომავალში მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად განხორციელდება. საბჭო ასევე მომავალი გამოძიებისთვის უელსის ინსპექტორიატთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს,“ - თქვა მონმუთშირის საგრაფოს საბჭოს წარმომადგენელმა.
ბაგა-ბაღის წარმომადგენლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
0
0