28/12/2024
14:21
პოლიტიკა
27 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომის ჩაშლის და ქალაქისთვის 2025 წლის ბიუჯეტის ვერ დამტკიცების თაობაზე, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ვრცელ განმარტებას აკეთებს.
როგორც საბა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ ესწრებოდა საკრებულოს სხდომას, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ წინასაბიუჯეტო განხილვაში, არ გამოცხადდენ სხდომაზე და შესაბამისად, კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ დამტკიცდა ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი. საბა ოდიშარია ასევე, განმარტავს თუ რა შეფერხებს გამოწვვეს ყოველივე ეს.
“მოგესალმებით, ჩემო სენაკელებო! მინდა, განცხადება გავაკეთო 27 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომის ჩაშლის და ქალაქისთვის 2025 წლის ბიუჯეტის ვერ დამტკიცების თაობაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ ესწრებოდა საკრებულოს სხდომას, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ წინასაბიუჯეტო განხილვებში, არ გამოცხადდენ სხდომაზე და შესაბამისად, კვორუმის არ არსებობის გამო ვერ დამტკიცდა ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი. აქვე მინდა, მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, თუ რა შეფერხებებს გამოიწვევს აღნიშნული ფაქტი: სოც.დაუცველი დაწყებითი კლასის მოსწავლეები ვერ მიიღებენ სასკოლო ნივთებით დაფინანსების თანხას და შეფერხდება 2025 წელს ბიუჯეტში დამატებული სხვა სოციალური პროექტები.
16 ადმინისტრაციულ ერთეულში შეფერხდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
რეგ. ფონდით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს (მინი სპორტული მოედნების, გზების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა) შეექმნება შეფერხება.
საზოგადოებრივი მომსახურებისა და ჯანდაცვის ა(ა)იპ ვერ მიიღებს მოთხოვნილ დამატებით დაფინანსებას რითაც უნდა განხორციელებულიყო ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა ღონისძიებები.
სენაკის საფეხბურთო ა(ა)იპ ვერ მიიღებს ახალი გასახდელების მოსაწყობად საჭირო და სხვა დაფინანსებას.
თვითმმართველო ორგანოს, ასევე მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები (სპეციალისტები, ექიმები, მწვრთნელ-მასწვლებლები, ბაღის პედაგოგები, ბიბლიოთეკარები, მეეზოვეები, მუშები და.შ) ვერ მიიღებენ +10%-ით გაზრდილ ხელფასებს. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგების, რაც გამოწვია ოპოზიციის ქმედებამ ჩვენს მუნიციპალიტეტში
აღნიშნული კიდევ ერთხელ ასახავს მათ დამოკიდებულებას ქალაქის მოსახლეობისადმი, თუმცა მაინც გაუგებრად რჩება ქმედება იმის ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მათაც გამოუცხადა ნდობა.
ვისურვებდი მსგავსი დამოკიდებულება, შეცვლილიყოს საერთო საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი საკითხების მიმართ.
ჩვენ კი გპირებით, რომ აღნიშნულ ხარვეზს უახლოეს პერიოდში აღმოვფხვრით და ყველა დაგეგმილ პროექტს ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით განვახორციელებთ”,- წერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია.
შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოში სულ 33 წევრი ირიცხება, აქედან 17 – “ქართული ოცნება”, 12- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , 4 კი – პარტია “საქართველოსთვის”.
0
0