
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ვერსიით, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს.
რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. მთავარი კი, ტელეკომპანია „იმედი“. შვიდი ნოემბრის დარბევისა და ტელევიზიაში შემოჭრის შემდეგ, ტელეკომპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიისაკუთრა. „იმედი“ მფლობელებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნდა.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე პროკურატურამ წლების წინ სკანდალური ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით, პატარკაციშვილის მკვლელობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ და ლიკვიდაცია სააკაშვილის მიერ სანქცირებული იყო.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025