17/02/2022
13:20
პოლიტიკა
კობახიძის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძემ სისტემასთან დაპირისპირება გადაწყვიტა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, ბუნებრივია სისტემა სცემს მას პასუხს.
„გამოდის, რომ კანონი არ წაუკითხავთ. კანონმდებლობის თანახმად პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არა სამართლებრივს. რომ განვმარტოთ სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
პარლამენტს უფლებაც კი არ აქვს რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ უნდა გვემსჯელა პოლიტიკური თვალსაზრისით მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ასე ხდება ეს როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება.
როდესაც შენ აღიარებ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, ამით უპირისპირდები არა სისტემას, არამედ გამოხატავ გარკვეულ სინანულს, რაც შეიძლება გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი. ბადრი ჯაფარიძემ სხვა რამ არჩია. მან არჩია სისტემას დაჰპირისპირებოდა და ჩვენ, პოლიტიკურ გუნდს გვაბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას.
ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება და როდესაც პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, ბუნებრივია სისტემა სცემს მას პასუხს. ჩვენ რომ გვქონოდა ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნის სურვილი, დაახლოებით 4-5 თვის წინ შეგვეძლო დაახლოებით 50-მდე ოპოზიციონერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
ორჯერ არ გავაკეთეთ ასეთი რამ. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ ვმოქმედებთ პრინციპულად იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი უპირისპირდება სისტემას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0