07/07/2025
09:08

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. მწვავე დაპირისპირებას როგორც პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებში მონაწილეობაც და ოპოზიციური დაპირისპირებაც უცხოელი პატრონების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას დაკავებული ბადრი ჯაფარიძე თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმიანება. ჯაფარიძე „ლელოს“ მაკრიტიკებელ ოპოზიციას ერთმანეთის პოზიციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
"პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც “ქართული ოცნება” დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.
0
0