
„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დაიწყება და ეს ვიზიტები ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებთან ერთად შედგება.
ჯაფარიძის თქმით, ევროპულ დედაქალაქში ვიზიტი უახლოეს პერიოდში უკვე დაგეგმილია.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. დაიწყება ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მნიშვნელოვანი ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შემდგომი ვიზიტები იქნება ერთობლივი, ზურაბიშვილთან ერთად იქნებიან კოალიციის წარმომადგენლები. ამაზეც შევთანხმდით და უკვე დაგეგმილია უახლოეს პერიოდში ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში. სამუშაო ჯგუფი უკვე ყოველდღიურად შეიკრიბება და იმუშავებენ, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღიურად მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში და ცალკე პრეზიდენტის ვიზიტი, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება. ამავდროულად, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია იქნება“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
0
0
ზესტაფონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/03/2025