
ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს, მამას ჩვენსას, შიო მესამეს აღსაყდრების დღეს - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც.
„დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ახალი პატრიარქი, რომლის წინამძღოლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი და უნიკალური როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია - ჩვენი ერის რწმენაში გაძლიერება და ეკლესიის ირგვლივ საზოგადოების გამთლიანება.
ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც,“ - წერს ჯაფარიძე.
0
0