
ბადაგონის საავტორო ღვინო „კახური წარჩინებული თეთრი“ USA Wine Ratings-ზე, როგორც წლის რქაწითელი დასახელდა
ბადაგონის „კახური წარჩინებული თეთრი“ 2026 წლის USA Wine Ratings-ზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა და Varietal Winners კატეგორიაში „წლის რქაწითელის“ ტიტული მოიპოვა. ღვინომ 100-დან 93 ქულა დაიმსახურა.
USA Wine Ratings აშშ-ის ერთადერთი ღვინის კონკურსია, რომელიც დამოუკიდებელი, რეგიონული და ეროვნული რითეილერების ინტერესებზეა ორიენტირებული. კონკურსზე ღვინოები ფასდება არა მხოლოდ ხარისხის, არამედ ღირებულებისა და შეფუთვის მიხედვითაც, რაც მათ კომერციულ წარმატებას განსაზღვრავს.
„კახური წარჩინებული თეთრი“ ბადაგონის საავტორო თეთრი ღვინოა, რომელიც მეღვინეობისთვის ექსკლუზიურად შექმნა იტალიელმა კონსულტანტმა ენოლოგმა, დოქტორმა დონატო ლანატიმ. ღვინო რქაწითელისა და კახური მწვანის კუპაჟს წარმოადგენს, რომელიც ქართული ენდემური ჯიშების საუკეთესო თვისებებს თანამედროვე მეღვინეობის მიდგომებთან აერთიანებს. დუღილის შემდეგ ღვინო მუხის კასრებში ვარგდება, რაც მას დამატებით სიღრმეს, ელეგანტურობასა და კომპლექსურობას ანიჭებს, ამავდროულად კი ინარჩუნებს მის გამორჩეულ ხილის არომატებს. „წლის რქაწითელის“ ტიტულის მოპოვება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილობრივი ვაზის ჯიშისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის განსაკუთრებულ ხარისხსა და საერთაშორისო პოტენციალს."- აცხადებენ მეღვინეობა ბადაგონში.
0
0