
ბადაგონი, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე, ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე დიზაინითა და დასამახსოვრებელი საკომუნიკაციო კამპანიებით. თითქმის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღვინის შეფუთვის დიზაინი პირველად შეცვალა და მომხმარებელს სრულიად ახალი ვიზუალური სახე წარუდგინა.
ახალი კონცეფციის შექმნაზე ერთობლივად იმუშავეს „ბადაგონისა” და „დიპლომატ ჯორჯიას“ გუნდებმა. მთავარი მიზანი იყო კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოეჩინათ ბრენდის ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშებით, უძველესი ქართული ტრადიციების დაცვითა და ყველაზე თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საუკეთესო ქართული ღვინის შექმნას.
ღვინის ახალი ეტიკეტი გვიყვება ამბავს, სადაც ქართული ავთენტურობა ჰარმონიულად ერწყმის დიზაინის გლობალურ თანამედროვე ტენდენციებს. მასში ამოიკითხება ქართული ვაზის ფესვები, კავკასიონის ცის უსასრულობა, თავისუფლების სუნთქვა და ცხოვრების ზეიმის ემოცია. ყველაფერი ის, რაც ბადაგონის ღვინოს გამორჩეულს ხდის.
ამ ფილოსოფიას ვიზუალური სახე მისცა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, რომელმაც ქართული იდენტობის სიძლიერეს თანამედროვე ტენდენციები შეუთავსა. სწორედ მისი ხედვის დამსახურებით, ბადაგონის ახალი სახე იქცა ხიდად ქართულ უნიკალურობასა და თანამედროვე ესთეტიკას შორის.
ახალი დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა ბადაგონისა და დიპლომატ ჯორჯიას ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც ბრენდმა პარტნიორებსა და მეგობრებს განახლებული ვიზუალური იდენტობა ოფიციალურად წარუდგინა. დღეს უკვე მომხმარებელსაც აქვს შესაძლებლობა, დააგემოვნოს ქართული უნიკალური ღვინო მის ახალ შეფუთვაში.
0
0