
მეღვინეობა „ბადაგონი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
„ბადაგონი“ ქმნის კონკურენტულ და რესურსებით მდიდარ ახალ პლატფორმას უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც ერთიანდება ამერიკული, ჩინური და ისრაელის კაპიტალი, რაც ქმნის ძლიერ საერთაშორისო ალიანსს, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს უძრავი ქონების პრემიალურ სეგმენტში.
ამერიკულმა კომპანიამ Wyndham-მა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო ქსელია და 9000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, მიიღო გადაწყვეტილება, გლობალურ ქსელში ჩართოს სასტუმრო "ალავერდი რეზორტი".
სასტუმრო "ალავერდი რეზორტი"
ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ სასტუმროს "ალავერდი რეზორტის" მაღალ ხარისხს ადასტურებს, არამედ გამოხატავს Wyndham-ის სერიოზულ ინტერესს საქართველოს უძრავი ქონების მიმართ.
სასტუმრო "ალავერდი რეზორტი"
ამასთან, ამერიკული კომპანია Wyndham ფონიჭალაში 100 მილიონ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ელიტური დასახლების მშენებლობისთვის.
ბადაგონის მეორე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩინური Leapmotor-ია- ელექტრომობილების სწრაფად მზარდი მწარმოებელი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.9 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია, რომელშიც Stellantis-მა (Jeep, Peugeot, Fiat) 20%-იანი წილი შეიძინა, ფონიჭალის პროექტში მაღალტექნოლოგიური ბიზნესცენტრის მშენებლობითაა დაინტერესებული.

მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე- ისრაელის ბიზნეს პალატაა.
15 ივნისს პალატა წარადგენს 12 პროექტს, რომელთა შორის ორი- ბადაგონის საკუთრებაშია. ამასთან, ისრაელში, ივლისში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე, პროექტები წარდგენილი იქნება საერთაშორისო ინვესტორების წინაშე.

ამ სამი ძლიერი პარტნიორის- Wyndham-ის, Leapmotor-ის და ისრაელის კაპიტალის გაერთიანება „ბადაგონს“ საშუალებას აძლევს ფონიჭალაში, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტი განახორციელოს. პროექტი მოიცავს ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს, ავტონომიურ ინფრასტრუქტურას და ბიზნესცენტრს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიალური უძრავი ქონების ბაზარზე ჩნდება ახალი, კარგად ორგანიზებული და რესურსებით მხარდაჭერილი ძალა. ასეთი კოალიციის ფონზე, მოლაპარაკებების დაწყება ბადაგონის პარტნიორებთან შეიძლება გახდეს სტრატეგიული ნაბიჯი იმ ინვესტორებისთვის, ვისაც ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება ან გაძლიერება სურს და რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს სპარსეთის ყურის ქვეყნების ინვესტორებს.
მემორანდუმის ხელმოწერა 15 ივნისს გაიმართება.
2
0