
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - Decanter World Wine Awards 2026, ბადაგონის ღვინომ „საფერავი რეზერვი 2010“ ოქროს მედალი მოიპოვა.
Decanter-ის რიგით 23-ე დაჯილდოება ლონდონში გაიმართა. კონკურსი ცნობილია თავისი უმკაცრესი შეფასების სისტემით.
წელს მასზე მსოფლიოს 35 ქვეყნიდან მოწვეული იყო ღვინის 245 საერთაშორისო ექსპერტი, რომლებმაც 58 ქვეყნის 17 000-მდე ღვინო შეაფასეს.
ცნობისთვის, ბადაგონის „საფერავი რეზერვი“ დამზადებულია ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახების 2010 წლის საუკეთესო მოსავლისგან.
როგორც ბადაგონში აცხადებენ, Decanter-ის შედეგები უდიდესი სანდოობით სარგებლობს გლობალურ დონეზე, როგორც სფეროს პროფესიონალებისთვის, ისე ღვინის მოყვარულებისთვის და ქართული ღვინის თანამედროვე მსოფლიო მეღვინეობაში მთელი თავისი ღირსებით წარმოჩენა, არა მარტო ბადგონის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.
0
0