"ბადაგონის" დირექტორი მარიკა გიორგაძე საქართველოს ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიების დირექტორთა საუკეთესო ხუთეულშია
A-
+A

Forbes Georgia -მ ყველაზე ეფექტიანად მართული 50 კომპანიისა და მათი დირექტორების რეიტინგი გამოაქვეყნა - https://shorturl.at/GmlDm
რეიტინგში მოხვდნენ კომპანიები, რომლებიც 2023 წელს მაღალი ფინანსური შედეგებითა და უკუგებით გამოირჩეოდნენ.
"ბადაგონის" დირექტორი მარიკა გიორგაძე საქართველოს ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიების დირექტორთა საუკეთესო ხუთეულშია.
Forbes Geogrgia -ს ცნობით, "ბადაგონი“ 2003 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძეა. კომპანია კახეთის რეგიონში ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ღვინის ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. „ბადაგონისთვის“ 2023 წელი არსებითი ზრდის პერიოდი იყო.
2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 11.2 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.7 მლნ ლარი იყო (ომის ეფექტი). საანგარიშო პერიოდში აქტივებზე უკუგება 3.1%-დან 15.2%-მდე გაიზარდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 7%-დან 34.5%-მდე იყო გაუმჯობესებული. ომამდე, 2021 წელს, კომპანიის კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 19.6% იყო, ხოლო აქტივებზე – 9.1%.
ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიების რეიტინგი კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებების წარმატების საზომის, აქტივებზე უკუგების სიდიდეს ეფუძნება.

0
0
39
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%