09/08/2023
21:21
ბადაგონი
ქართული ღვინის კომპანიებს შორის, ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული ღვინის რაოდენობით, კომპანია „ბადაგონი“ ლიდერობს.
საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე წელს, 6 თვეში, საქართველომ 14.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 549 ტონა ღვინო გაყიდა.
საქსტატის ინფორმაციით, რომელიც bpn.ge- ს მიაწოდა, ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
სს ბადაგონი - ანგარიშგების პორტალის მიხედვით, 2003 წელს კომპანია დარეგისტრირდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 2018 წლის 2 აპრილს კი, კომპანია გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის ერთადერთი აქციონერია გიორგი სალაყაია.
სს თბილღვინო - reportal.ge-ს მიხედვით, 2020 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 50%-ან წილებს ფლობენ გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები.
სს თელიანი ველი - reportal.ge-ს მიხედვით, 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის საბოლოო მშობელი კომპანიაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „Georgia Capital“ („GCAP“), რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.
შპს ასკანელი ძმები - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 55%-ს ფლობს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, 45%-ს კი შპს ასკანელი ვაინერი & დისტილერი. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 100%-საც გოგა ჩხაიძე ფლობს. დირექტორია ირაკლი უგულავა.
შპს კონჭო და კომპანია - კომპანიის მფლობელია სააქციო საზოგადოება კორპორაცია ქინძმარაული (2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ამ უკანასკნელის 43.21%-ს ფლობს თამაზ კონჭოშვილი, 23.91%-ს ეკატერინე ამირანაშვილს, 11.38%-ს სიმონ ტუგუნიძე, 9.48%-ს ალექსანდრე ბილანიშვილი, 5.93% -ს ელგუჯა ცირიკაშვილი). ხოლო დირექტორია გიორგი ავაზაშვილი.
შპს მეღვინეობა ხარება - კომპანიის 52,2%-ის მფლობელია შპს მეღვინეობა ხარება, 42%-ის შპს საქართველოს მარანი ( აღნიშნულ კომპანიებს შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ინტელლეგენს ჰოლდინგი ფლობს), 5%-ის შპს ვაჩნაძიანი (კომპანიის 67% ეკუთვნის ვახტანგ ლიპარტიანს, 33% - ალექსანდრე ხარებავას), ხოლო 0.5%-ის ალექსანდრე ხარებავა.
სს თელავის ღვინის მარანი - 2021 და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 49,95%-ან წილებს ფლობენ ზურაბ რამაზაშვილი და კახა ზუკაკიშვილი.
შპს რთველისი - სამეწარმეო რეესტრი მიხედვით, კომპანიის 20%-ანი წილებს ფლობენ თორნიკე ქორთოშიძე, თორნიკე ჭიკაძე, ნიკოლოზ იმერლიშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, და ზაური ქორთოშიძე. აღმასრულებელი დირექტორია მიხეილ ბუზალაძე, გენერალური დირექტორი თორნიკე ჭიკაძე.
შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS) - კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება „მარუსია“, დირექტორია გერმანიის მოქალაქე დირკ არნო ლიპერი.
შპს ყვარლის სარდაფი - კომპანიის 55% ეკუთვნის ნინო ბარათაშვილს, 45% ონისე ღვალაძეს. დირექტორია ვაჟა ღვალაძე.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყნიდან 43 382 ტონა ღვინის ექსპორტი (126,030 მლნ აშშ დოლარი)განხორციელდა.
0
0