„ბადაგონი“, ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიული მარანი, „ბადაგონის სახლი ალავერდთან” და მისი ქართული ტრადიციული უნიკალური სამზარეულო - გავლენიანი ჩინური ჟურნალი Sanlian Lifeweek საქართველოს შესახებ წერს.
სტატიაში საუბარია ალავერდის მონასტრული ცხოვრებისა და ღვინის დაყენების 8 000-წლიან უძველეს ტრადიციაზე, რომელიც საბჭოთა ეპოქაში შეწყვეტილი იყო და მხოლოდ 2006 წელს, უშუალოდ მეღვინეობა „ბადაგონის” დახმარებით აღდგა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში „ბადაგონის“ ქვევრის ღვინოები ძველი წესის სრული დაცვით მზადდება.
სტატიის ავტორი ესტუმრა ასევე რესტორანს „ბადაგონის სახლი ალავერდთან”, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ტრადიციული ქართული და თუშური სამზარეულოს მოყვარულთა შორის. მან დააგემოვნა ისეთი თუშური კერძები, როგორიცაა კოტორი და ყველის ფონდიუს მსგავსი ხავიწით. გამოცემა აღნიშნავს, რომ გურმანებს კერძების დაგემოვნება მონასტრის ბერების მიერ ქვევრში დამზადებული ღვინის თანხლებით შეუძლიათ.
გავლენიანი ჩინური ჟურნალი, დასკვნის სახით, განსაკუთრებულად აღნიშნავს მეღვინეობა „ბადაგონის“ წვლილს როგორც ადგილობრივი გასტრონომიის, ასევე ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
0
0