
გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოდან წასვლის საკითხი შესასწავლია, აუცილებლად დაიწყება გამოძიება, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც შეფასდება და შემდეგ მიიღებენ სამართლებრივი რეაგირების თაობაზე გადაწყვეტილებას.
„ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, – განაცხადა პროკურორტმა.
0
0