
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ერთა ლიგაზე „დინამო არენაზე“ სომხეთთან მოგებული ორმატჩიანი დაპირისპირება (3:0, 6:1) შეაფასა.
„დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრებაა და გვსურს, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე B დივიზიონში დარჩენა გვსურდა, რადგან ამ დონეზე თამაში ნაკრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსიობის შენარჩუნება რთული იყო. მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი ვარ, მათ შორის შეცვლაზე შესული მოთამაშეებით.
არის თუ არა მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში? დიახ, ასეა. მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეა და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ თავის კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია – გამარჯვებულია და მიღწეულით არასოდეს კამყოფილდება.
რაც შეეხება შეცვლილ ტაქტიკას და 4 მცველზე გადასვლას – როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს. საბას სახით კი ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგევმატა. მეორე მატჩში დაგვიბრუნდა
ახლა მთავარია, შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ახლა ძნელია სკამზე დავსვათ. მესმის, რომ შესაძლოა, ყველა თავდამსხმელს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვურჩევდი, რომ მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ.“
ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან დამაჯერებლად (9:1) გაიმარჯვა და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.
0
0
ზესტაფონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/03/2025