
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის დენის პროკოპენკოს მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი რუსეთში გადაიყვანეს
მისი თქმით, ქმრის რუსეთში გადაყვანის შესახებ მან რუსული მედიიდან შეიტყო, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და „წითელ ჯვარში“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
„მხოლოდ ის ვიცი, რომ დენისი გაიყვანეს რუსეთში და ეს არც დადასტურებულა. მესმის, რომ რუსეთმა „აზოვის“ მეთაურები დამალა და ოფიცრებსაც მალავს, ველოდებით მოვლენების განვითარებას, მაგრამ ეს „წითელი ჯვრის“ საქმეა, რომ პასუხები გამცეს. ამ დრომდე არ ვიცი, ზუსტად სად არის ჩემი ქმარი“, - განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ.
„აზოვის“ მეთაურის მეუღლე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ ელენოვკაში და შესაბამისად, დაღუპული მებრძოლების ვინაობის გადამოწმება ვერ მოხერხდა.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025