
რუსული ავიაკომპანია Azimut 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან (ვნუკოვო) ბათუმის მიმართულებით, ხოლო 11 ოქტომბრიდან სოჭიდან თბილისში ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
Azimuth-ის ცნობით, ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგის მიხედვით:
სოჭი–თბილისი–სოჭი
ოთხშაბათს – გამგზავრება სოჭიდან 09:55; გამგზავრება თბილისიდან 13:00 საათზე.
შაბათს – გამგზავრება სოჭიდან 14:30; გამგზავრება თბილისიდან 17:35 საათზე.
მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი
ორშაბათს და ხუთშაბათს - გამგზავრება მოსკოვიდან 13:45; გამგზავრება ბათუმიდან 19:25 საათზე.
ამჟამად აზიმუტი ახორციელებს ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ავიაკომპანიისთვის ახალ მარშრუტებზე ფრენის ნებართვის გაცემის შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია.
რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენებს აზიმუტის გარდა Georgian Airways (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი) ახორციელებენ.
22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილი Rossiya Airlines-ის საქართველოში ფრენების შესახებ.
0
0