
"ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში", - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ლესლი ლამიმ განაცხადა, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად და აღვნიშნავ აზიის განვითარების ბანკის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას. ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ეს გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრში ამყოფებს და ავითარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას, საერთაშორისო ვაჭრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან გაბედული ხედვის შედეგი, ძალიან გულდასმით დაგეგმილი, ძალიან კოორდინირებული შრომის შედეგი.
საქართველო აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის განვითარების, რადგან საქართველომ თავისი ხედვა განახორციელა უფრო განვითარებადი და აყვავებული რეგიონის ცენტრად. ეს შეუძლებელი იქნებოდა კოლექტიური ძალისხმევის გარეშე. მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის გარეშე, საქართველოს მთავრობას ეხმარებოდნენ ეს ორგანიზაციები და მთელი გულით ვულოცავ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს ამ ბრწყინვალე თანამშრომლობას და კოორდინაციას. მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს განვითარებისთვის და ახალი მიზნებისთვის. ჩვენ საქართველოში 5 მილიარდზე მეტის ინვესტირება განვახორციელეთ. ჩვენ ვუდგავართ საქართველოს მთავრობას გვერდით და ვაგრძელებთ ინვესტირებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, გაციფროვნებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სოციალური უზრუნველყოფის შემქმნელია. ამ საეტაპო მოვლენის აღნიშვნის კონტექსტში ვულოცავ ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში და გრძელვადიანი შედეგების მოტანაში. გილოცავთ", - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ.
0
0