16/11/2023
12:21
მსოფლიო
აზერბაიჯანთან მშვიდობიანი შეთანხმების სამი მთავარი პუნქტი შეთანხმებულია, - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენი პოლიტიკური ნება, უახლოეს თვეებში ხელი მოვაწეროთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანახმებას, ურყევია. სამი მთავარი პრინციპი ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების დროს უკვე შევათანხმეთ.
პირველი პუნქტი უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და თანმხდებიან საზღვრების დელიმიტაციაზე 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე და სსრკ გენშტაბის 1974-1990 წლების რუკების მიხედვით.
მეორე პრინციპია უარი ტერიტორიულ პრეტენზიებზე და ქვეყნების ვალდებულება, ასეთი პრეტენზიები არც მომავალში წამოაყენონ, ხოლო მესამე პუნქტის მიხედვით, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა უნდა მოხდეს ქვეყნების სუვერენიტეტის საფუძველზე“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, შეთანხმების ხელმოწერას ხელს უშლის „მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უნდობლობა“.
0
0