
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სამმხრივ ფორმატში ჩატარებული წვრთნებისა და სწავლებების გააქტიურების მნიშვნელობა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთობლივი წვრთნების ჩატარება ხელს შეუწყობს სამმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველს და, საბოლოო ჯამში, რეგიონულ უსაფრთხოებას.
მომავალ წელს აზერბაიჯანი გეგმავს არაერთი ღონისძიების გამართვას სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში სამმხრივ ფორმატში - დასძინა ჰასანოვმა.
ჰასანოვის, გიულერსა და ბურჭულაძის შეხვედრის შემდეგ ოქმს მოეწერა ხელი.
დოკუმენტში ასახულია აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
0
0