15/08/2023
20:26
მსოფლიო
სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების ზონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
იქამდე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რასაც თავდაპირველად სადამკვირვებლო მისიამ ყალბი ინფორმაცია უწოდა, თუმცა, მოგვიანებით დაადასტურა.
საპასუხო განცხადება ბაქომაც გაავრცელა და მისიის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 100 წარმომადგენელი, რომელთა შორის 50 არ არის შეიარაღებული, სომხეთში 2023 წლის დასაწყისში ორწლიანი მანდატით ჩავიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხანგრძლივად განთავსების გადაწყვეტილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან (EU Mission in Armenia/EUMA) 23 იანვარს მიიღეს.
მისიის მიზანი, ევროკავშირის ოფიციალური განცხადების შესაბამისად, სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული რაიონების ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.
წყარო: netgazeti.ge
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024