-share.jpg)
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ხუთ პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუს თქმით, ანკარას ერევანთან ნორმალიზაციის პროცესი და ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ წარიმართება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პრაღაში დადებითად წარიმართა.
მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი ზეწოლის ქვეშ იმყოფება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დიასპორის მხრიდან.
„სომხეთმა ტრავმები განიცადა. საუბარია ქვეყანაზე და ერზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ოკუპირებულ მიწებს თავის საკუთრებად მიიჩნევს. ეს ომი უკვე დასრულდა. სომეხი ხალხის მხარდაჭერა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, ნიშნავს, რომ მათ მშვიდობა უნდათ, მაგრამ მშვიდობის არამსურველთა ხმა უფრო ხმამაღალია. სომხეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აქ მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა. პრინციპულ ხუთ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ეს მოიცავს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, საზღვრების დემარკაციას და ა.შ. რჩება მხოლოდ მათი განხორციელება“, – თქვა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026