
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით გაიმართა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ კონფლიქტზე რამდენიმე საათის განმავლობაში პირისპირ საუბრობდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025