
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.
მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ უმასპინძლეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლემ მუზეუმის საგამოფენო სივრცე, ასევე, კულტურის ცენტრი დაათვალიერა და მუზეუმის ისტორიას გაეცნო.
მუზეუმი 1982 წელს, დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა სწორედ იმ შენობაში, რომელშიც მირზა ფათალი ახუნდოვი ცხოვრობდა. მუზეუმი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურის ხიდს წარმოადგენს.
0
0