05/07/2023
13:13
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად სომხეთმა ჯარები მთიანი ყარაბაღიდან უნდა გაიყვანოს.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა წარმოადგინა ხუთი ძირითადი პრინციპი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, რომლებიც ეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას.
„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი იძულებული გახდა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ეღიარებინა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნარჩენები კვლავ არის“ - განაცხადა ალიევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი თუ ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობის მიღწევით, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად უნდა დატოვონ ყარაბაღი.
გარდა ამისა, ალიევმა განაცხადა, რომ ადგილზე არსებული სომხური სამხედრო და გასამხედროებული ქვედანაყოფები უნდა განაიარაღონ და მობილიზება დაასრულონ.
0
0