-share.jpg)
აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა ფორუმზე „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ენერგეტიკით არ შემოიფარგლება.
„ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა საკუთარი თავი - ორივე ქვეყანა - როგორც ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი ევროპაში“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერმა გაიხსენა, რომ ის რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩადის. ამ შეხვედრებზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, განაცხადა მან და დასძინა:
„სრულიად გვესმის საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვუსურვებ ქართველ მეგობრებს წარმატებებს ამ საქმეში და ვულოცავ მათ სტატუსის მინიჭებას“.
შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე უნდა მიიღონ.
0
0