-share.jpg)
"ქართულ ოცნებაში" ქალებთან ეგრე "ბაზარი" მოსულა? მე ეგრე ველაპარაკო თქვენს ქალებს? უნდა გადადგეს. ახსნას, რა თქვა და რას ნიშნავს „ყველგან ნამყოფი ენა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა:
„რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო ერთი წელია მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე სახარბიელოდ, ისაა, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციის მიზნით გამოყენების, ასევე, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და "გაფეისბუქების" საშუალება; აეროპორტების "ლაუნჯებში" შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება. ვინც იცნობს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.
0
0