
ალავერდში, რომელსაც საღამოს ქარბორბალამ გადაუარა, დაზიანებულია ვენახები. ამას მოწმობს ადგილიდან მიღებული ფოტომასალა.
ამ ფოტომასალის მიხედვით, ვენახები დაზიანდა უშუალოდ ალავერდის ტაძრის მიმდებარედ. ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა რადიო „სივრცეს“ განუცხადა, ქარბორბალას გამო, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, მცირედით დაზიანდა სამრეკლო, ასევე დაზიანებულია ტაძრის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ტაძრის ეზოში მრავალწლიანი ნარგავები. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარბორბალას დროს, ტაძარში ტურისტები და მომლოცველები არ იმყოფებოდნენ.
ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში დააზიანა ავტომანქანებიც, აგრეთვე მოგლეჯილია ხეები.
ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც დაზიანდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათ დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთ-ერთი მათგანი, პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
0
0