09/12/2023
13:52
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის ვეტოს დადების გამო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს. ირანის საგარეო უწყების ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„ვიდრე ამერიკა მხარს უჭერს სიონისტური რეჟიმის დანაშაულებს და ომის გაგრძელებას, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის უკონტროლო აფეთქების საშიშროება არსებობს“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
მან მადლობა გადაუხადა გუტერეშს გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებისთვის, რომელიც მას უფლებას აძლევს, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უქმნის საფრთხეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა, აშშ-მა ვეტო დაადო.
0
0