
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში შოვის ტრაგედიის გმირი, დავით ჯელაძე დეტალურად იხსენებს ტრაგედიის დღეს და იმას, თუ როგორ გადაარჩინა საკუთარი თავი და დისშვილი ჩამოწოლილ მეწყერს.
ჯელაძე ამბობს, რომ ოჯახს ფსიქოლოგი სჭირდება:
„ჯერჯერობით,. ფსიქოლოგთან არ ვყოფილვართ და ალბათ, მივალთ, ფეხზე წამოდგომას ველოდებოდით. 2 კვირა საწოლიდან ვერ ვდგებოდით ვერც ერთი, ისეთი დაბეჟილობა გვქონდა. ახლა ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდით…“
„სარკის“ კითხვას, როგორი გოგონები მოსწონს თავად, ასე პასუხობს:
„მაღლები. მე ძალიან მაღალი ვარ და ალბათ, ჩემმა სიმაღლემაც გადამარჩინა. 190 სანტიმეტრი ვარ მე და 180 მაინც უნდა იყოს გოგო, ძალიან გამხდარი – არა. თვალის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, თმა ჰქონდეს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემს დას გადაპარსული აქვს თავი და სულ მაგაზე ვეჩხუბები, გაიზარდე-მეთქი.
ახლა ყველასგან ისეთ სითბოსა და სიყვარულს ვხედავ, უარს ვერავის ვეუბნები, მაგრამ ცოლს ხათრით ვერ მოვიყვან…“
0
0