20/09/2024
15:47
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძესთან ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და გაერთიანების მზაობაზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას "პრინციპულ" მოთხოვნებს და შემდეგ ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი "ნაცმოძრაობასთან" კავშირს გაწყვეტენ და კოალიციას არ შექმნიან. მანვე, ყურადღება გამახვილა გივი თარგამაძის აფეთქებაში მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ მისი დაკავების შემდეგ, რადიკალები "შავ დღეში არიან".
"ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ “მტკიცე” და “პრინციპულ” მოთხოვნას და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი ნაცებთან კავშირს გაწყვეტენ და მათი კოალიციაც გამორიცხულია?!
ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ მგონი, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს.
ამფეთქებელიც დაუჭირეს, შავ დღეში არიან," - წერს მამუკა მდინარაძე.
"გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტია კვლავ მზად არის ხაზარაძის კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან" გაერთიანებისთვის, თუმცა, ამისთვის რამდენიმე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. "საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: პირველი - ნეიტრალური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის; მეორე - გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი; მესამე - კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე "ნაციონალურ მოძრაობასთან." - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0