
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში სიების ჩახსნის საკითხზე წერს და აღნიშნავს, რომ კანონით, ახლა, სიების ჩახსნა შეუძლებელია, ვიდრე არ მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა.
მისი თქმით, ოპოზიციას, რომელიც უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, უკვე დეპუტატები იქნებიან, მხოლოდ სიის იმ წევრების ჩახსნა შეუძლიათ, ვინც პარლამენტში ვერ შევიდა.
„ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.
კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია (1) არჩევნებამდე ან (2) პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.
პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.
აქვე ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ“ - წერს მენამდე.
0
0