05/11/2024
12:37
პოლიტიკა
ახლა ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია! - ოპოზიციის უნიათობა სხვა შედეგს ვერც დადებდა, - ასე აფასებს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ ჭაობშია, სადაც უფრო მეტად ეფლობა.
„საჯარო სივრცეში ამაზე უფრო მკვახედ ვერ ვიტყვი, თუ სად არის ოპოზიცია. მათ თქვეს, რომ გეგმა - ხაზარაძეა! კი ბატონო, მშვიდობაში მოიხმარონ!
ჩვენი გეგმა იყო და არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნება, ასევე ცივილიზებულ სამყაროსთან თანაცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციამ გაამხილა, მათი გეგმა რა ყოფილა - ეს ყოფილა მამუკა ხაზარაძე.
ის უნიათობა, რაც ოპოზიციას ჰქონდა, სხვა შედეგს ვერც დადებდა. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ჩაატარეს - ლგბტ დროშას ხელი არ გაუშვეს, ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს, შედეგიც მიიღეს.
არჩევნების საღამოს, თავიანთი ეგზიტპოლებით გამარჯვება იზეიმეს და მაშინ ხმის ფარულობის დარღვევა რატომ არ ახსოვდათ?! - საჩივრების დაწერის ნაცვლად, გამარჯვების შამპანურები გახსნეს, აი, ეს არის მათი სახე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0