14/08/2023
09:52
პოლიტიკა
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?
ფაქტია, რომ ის ადგილზე არ იყო, ანუ ან გადაწყვეტილებას სხვა იღებდა, ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს.
ახლა მან ამ კომენტარით, ფაქტიურად აღიარა სისტემის მხრიდან პროტოკოლის დარღვევა (თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება) და შესაბამისად დანაშაული.
ახლა მთავარი კითხვაა - ვინ მიიღო რეალურად გადაწყვეტილება იმ ღამით სამაშველო ოპერაციის შეწყვეტაზე?
აი, თუნდაც ამიტომ არის აუცილებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა."
შეგახსენებთ, შს მინისტრმა თქვა, რომ ღამის ფრენის საშუალებები არის, თუმცა მათი გამოყნება მაშინაა დასაშვები, როცა ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
0
0