16/01/2025
12:32
პოლიტიკა
ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების ადმინისტრირების საკითხებსა და წესებზე.
„ჩვენ ვმსჯელობთ, როდესაც ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, როგორ უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს ადმინისტრირება, წესები და ა.შ. ამაზე არსებობს ერთიანი ხედვა, ყველა არის შეთანხმებული. განსხვავებული ხედვები არსებობს იმაზე, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს – დასჭირდება თუ არა ამას საკანონმდებლო ცვლილებები, თუ დასჭირდება, როგორ უნდა განხორციელდეს, თუ არ დასჭირდება, მაშინ რაღაცა სხვა გზა იყოს მოძებნილი. ამაზე მიდის დისკუსია. არანაირი შეუთანხმებლობა არ არსებობს, ხედვა არის ერთიანი, უბრალოდ, დეტალებზეა საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ ახლა მაგიდაზე დევს სამი სცენარი და ჩემთვის სამივე არის მისაღები. ყველა რომ დარჩეს და როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას. გვინდა, თუ გამოვა, იქნებ ერთიან, საერთო სცენარზე შევთანხმდეთ. დღეს-ხვალ შეიძლება შევთანხმდეთ ან დარჩეს სამივე სცენარი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0