-share.jpg)
"ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება. განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს", ამის შესახებ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას 3 დეკემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"3დეკემბერს და სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის. ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგევართ. ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება.
განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს. დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მას ციხეში კლავენ.
მერე გვიან იქნება.
3 დეკემბერს 3 საათზე", დაწერა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, დღეს, 3 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ოფისთან, 15:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს.
0
0