
უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კუთხით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ამბიციის განხორციელებას უფრო ძლიერი გეოპოლიტიკური გაერთიანებისთვის. მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ სწრაფად შესრულდეს კავშირის მიზნები თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის შესახებ , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ თავდაცვის შიდა ბაზრის შექმნაზე, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი კავშირის გასაძლიერებლად ამ სფეროში. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ასევე იქნება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი. წინ გადამწყვეტი ევროპული საბჭო გველის.
ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. მოგიწოდებთ თქვენ ყველას, მობრძანდით კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური გრძნობით, პასუხისმგებლობით, გაერთიანების, თანხმობის ინტერესებით და ღირებულებებით. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ბრიუსელში“, - აღნიშნა მიშელმა.
0
0