
“ხომ გითხარით, მოგაწოდეთ ინფორმაცია ცხადია ფაქტებზე დაყრდნობით, პარტიის შექმნა სურთ თქო”, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ხომ გითხარით, მოგაწოდეთ ინფორმაცია ცხადია ფაქტებზე დაყრდნობით , პარტიის შექმნა სურთ თქო ,10 დღის წინ ვთქვი ტვ ეთერით , ჰოდა ატეხეს ერთი ამბავი "მელამ და კუდებმა" ამას რას გვაბრალებს თამარ ჩარკვიანიო, ( თან უტიფრად რომ ცრუობდნენ )ჰოდა .....პარტიას "ახალი ხედვა” კი არა "ახალი ბოკერია" უნდა დაარქვან ასე აჯობებდა.ახალი კი "გათვლა" ვიცი, აი ბავშვობაში ხომ იყო: "აბენ კამენ კუმანე... ან -ენკი ბენკი სიკლისა"... ჰოდა ახლა ასე გავითვალოთ : “ ილაური, გილაური მელია და "ინაური"...." - დაწერა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება. პარტია გამოეხმაურა ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას და წერს, რომ გაუგონარია რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს.
0
0