26/05/2022
13:21
პოლიტიკა
“საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს”, - ამის შესახებ, “ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა გადაცემა "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" - განაცხადა.
,,ახლა ევროკავშირის სტატუსს არ მოგვცემენ, ოპოზიციას და ხელისუფლებას მეტი საქმე არ აქვთ, ამისთვის ემზადებიან, რომ ერთმანეთს დააბრალონ. ეს არ არის პოლიტიკა, ორივემ იცის რომ ეს ამბავი არ იქნება, ახლა არის შანსი რომ ნატოს სტატუსი მივიღოთ, თორემ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი შეიძლება 20 - 30 წელი გაგრძელდეს. ახლა, ამ მომენტში ეს რაიმე განსაკუთრებულს არ გვაძლევს, უკრაინისთვისაც ამას ექნება სიმბოლური მნიშვნელობა თუ მისცემენ, რაც მეეჭვება", - განაცხადა აკაკი ასათიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატოს წევრობა უფრო რეალურია, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღება.
,,მე ვფიქრობ, რომ ნატოს სტატუსის მიღება უფრო მალე მოხდება, ვიდრე ევროკავშირის წევრობა - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ომია", - განაცხადა აკაკი ასათიანმა.
0
0