16/08/2025
12:42

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დროებითი ზავს ცეცხლის სრული შეწყვეტა ურჩევნია. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაქ რავიდი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის და ნატოს ლიდერებს უთხრა, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს და ის ომის დასრულების შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ემხრობა. წყაროს ცნობით, რომელიც საუბარში მონაწილეობას იღებდა, ტრამპმა თქვა: „ვფიქრობ, სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესია“, - აღნიშნა რავიდმა.
ცნობისთვის, გუშინ ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. შეხვედრა მხარეებმა მედიასთან დადებითად შეაფასეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკრაინაში ომის დასრულების საქმეში მიღწეული არ იყო.
0
0