06/04/2023
08:35
პოლიტიკა
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა და დაწერა:
"მცხვენია, რომ საქართველოს სახელმწიფოს თავად არ შეუძლია შესაბამისი ადგილი მიუჩინოს უტიფარ, დანაშაულში მხილებულ, მკვლელობის თანამონაწილე მოსამართლეებს.
ახია…"- წერს ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის გუშინდელი განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
0
0