21/11/2022
18:11
მსოფლიო
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სანქციები შეეხებათ - 4 რუსულს საწარმოს, ასევე რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერენ.
ახალი ზელანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები დაეკისრათ - კატერინა ტიხონოვას, რომელსაც Reuters-ი და Bloomberg-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილს უწოდებენ და მარია ვორონცოვას, პუტინის კიდევ ერთ სავარაუდო ქალიშვილს.
შეზღუდვები ასევე დაწესდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილის, რუსეთის ბანკის თავმჯდომარის, ელვირა ნაბიულინას, ასევე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს მეუღლისა და შვილის მიმართ.
სანქციებით დაზარალებულთა აქტივები გაიყინება. მათ ახალ ზელანდიაში ვიზიტი, საჰაერო სივრცით სარგებლობა და გემებით პორტებში შესვლა ეკრძალებათ.
მაჰუტამ აღნიშნა, რომ დღემდე ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელარუსის 1,2 ათასზე მეტ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ასევე მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დაწესდა, რამაც მოსკოვსა და ველინგტონს შორის ორმხრივი ვაჭრობის შემცირება გამოიწვია.
0
0