
„ოთხშაბათს, ახალი ზელანდია ევროპაშიC-130H Hercules სატრანსპორტო თვითმფრინავს და 50 დამხმარე პერსონალს გააგზავნის,“ - ნათქვამია ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებაში.
გუნდი ევროპაში გაემგზავრება და სამხედრო აღჭურვილობასა და მარაგს უკრაინის სადისტრიბუციო ცენტრებში გადაიტანს, მაგრამ უშუალოდ ქვეყანაში არ შევა.
პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, თქვა, რომ ახალი ზელანდია „დახმარებას გაუწევს უკრაინის არმიას რუსეთის სასტიკი თავდასხმების მოსაგერიებლად, რადგან ევროპის რეგიონში მშვიდობის დამყარება გლობალური სტაბილურობისთვის აუცილებელია“.
„ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ასეთი უხეში თავდასხმა წარმოადგენს საფრთხეს ყველა ჩვენგანისთვის და ამიტომ ჩვენც გვაქვს როლი შესასრულებელი“, - თქვა ჯასინდა არდერნმა.
გარდა ამისა, ახალი ზელანდია, შემდგომი მხარდაჭერის სახით, 8,8 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რათა, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაში დაეხმაროს.
0
0